2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წელსაც ,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდება. სიახლეა საატესტატო გამოცდების ტექნიკური უზრუნველყოფის კუთხით. წელს პირველად გამოცდები ახალი School Box-ების სისტემის გამოყენებით ჩატარდება. School Box-ი ეს არის თანამდეროვე სისტემა, რომელიც სტაბილურ და უსაფრთხო ინტერნეტკავშირს უზრუნველყოფს და სკოლებს დამატებითი ელექტრონული სერვისების განხორციელებაში დაეხმარება, მათ შორის, საატესტატო გამოცდების მაღალ დონეზე წარმართვაში.
ყველა სკოლა ტექნიკურად გამართულია და მზად არის გამოცდების ჩასატარებლად. სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით კონკურსის წესით IT სპეციალისტები შეირჩნენ, რომლებიც სკოლებში არსებული კომპიუტერული ინფრასტრუქტურის ზედამხედველობას და ტექნიკურ გამართულობას უზრუნველყოფენ. საჯარო სკოლები School Box-ებით და ახალი კომპიუტერებით უკვე აღიჭურვა.
,,CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ტესტირება მსოფლიოში კარგადაა აპრობირებული თუმცა, საქართველო პირველია, სადაც ასეთი მასშტაბური გამოცდა ცენტრალიზებულად, ერთიანი მართვისა და კონტროლის პირობებში მეორე წელია ტარდება.