ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა ახალგაზრდები გაიცნეს და მათი სამუშაო გარემო დაათვალიერეს. ავტომობილების მომსახურების ცენტრში - „Auto Life“ ავტო შემკეთებლის პროფესიას 5 სოციალურად დაუცველი ახალგაზრდა ეუფლება.
ლაშა
ბიჭიაშვილი მანქანის დაშლა-აწყობას და სავალი ნაწილების შეკეთებას სწავლობს, თემურ
ნოღაიდელი და ჯემალ ციბროშვილი მეთუნუქის პროფესიას ითვისებენ, ხოლო თორნიკე
ვარაზაშვილი და ბაჩანა მენთეშაშვილი ავტომობილების შეღებვის პრაქტიკულ სწავლებას
გადიან.
2010 წლიდან ასოციაცია “Life Chance”-მა, გერმანიის საელჩოს დახმარებით, სოციალური საწარმო “Auto Life” დააფუძნა. სოციალური საწარმოს მიზანია, დაეხმაროს სოციალურად დაუცველ ახალგაზრდებს და ბავშვთა სახლების ყოფილ აღსაზრდელებს, დაეუფლონ ავტო შემკეთებლის პროფესიას და მიიღონ გრძელვადიანი დასაქმების შანსი. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 17-მა ახალგაზრდამ უკვე წარმატებით გაიარა პრაქტიკული და თეორიული სწავლება. წარჩინებული მოსწავლე, ახალგორიდან დევნილი ნიკა ბაციკაძე 3 თვით გერმანიაში გაემგზავრა და პრაქტიკა Ford Apple & Wilhelm Maibach - ის პროფესიულ სასწავლებელში გაიარა.
2012 წლის სექტემბრიდან, ორგანიზაცია “Life Chance” შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით, პროფესიული განათლების ახალ კურსებს იწყებს. პროექტის ფარგლებში, სოციალურად დაუცველი ახალგაზრდები და მცირე საოჯახო ტიპის სახლების ყოფილი აღსაზრდელები ავტომობილების შეკეთების სფეროში თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას გაივლიან.