41–ე სკოლას 45 მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათ შორის არიან ეთნიკური უკრაინელებიც, რომლებიც ქართულ ენასთან ერთად უკრაინულ ენასაც ეუფლებიან და წარმატებით აბარებენ საატესტატო გამოცდებს.
გამოსაშვები გამოცდების მეორე კვირა საქართველოს მასშტაბით ყველა სკოლაში ქიმიის გამოცდით დაიწყო. გამოცდები მშვიდ გარემოში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. მოსწავლეები 29 მაისს ბიოლოგიას ჩააბარებენ, ხოლო 30 მაისს - მათემატიკის გამოცდით დაასრულებენ 2011–2012 სასწავლი წლის საატესტატო გამოცდებს, რომელიც წელს გასული წლის მსგავსად, CAT –ის ტიპის საგამოცდო მოდელით, ცენტრალიზებულად, კომპიუტერების გამოყენებით ჩატარდა.