2009 წელს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ლოს–ანჟელესის კალიფორნიის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მჭიდრო თანამშრომლობით განათლების მართვის პროექტმა განათლების ადმინისტრირების ორწლიანი სამაგისტრო პროგრამა ჩამოაყალიბა, რომლის მიზანს საქართველოში განათლების მართვის დეცენტრალიზაციის გაუმჯობესება წარმოადგენდა. განათლების მართვის პროექტი, რომელიც სამი წლის განმავლობაში ხორციელდებოდა 2012 წლის ივნისში დასრულდება.
კონფერენციაზე განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის 2010–2012 წლის ჯგუფის კურსამთავრებულებმა მათ მიერ პრაქტიკული კვლევის (პრობლემის ჯგუფურად გადაჭრის რეფლექსიური პროცესი, რომელიც სკოლებში განხორციელდა) შედეგად მომზადებული სამაგისტრო ნაშრომები განათლების ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის ფაკულტეტის, მონაწილე სკოლების პრაქტიკული კვლევის კომიტეტების, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებების და საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების დამსწრე წარმომადგენლებს გააცნეს.
პროგრამის კურსდამთავრებულებმა შეისწავლეს განათლების ადმინისტრირების ისეთი სფეროები, როგორიცაა ლიდერობა განათლების დარგში, სტრატეგიული მართვა და სკოლის საქმიანობის მართვა, ფინანსები, საკადრო რესურსების მართვა, შენობების და ობიექტების მართვა და უსაფრთხოება, განათლების სისტემები, ლიდერობა სწავლებასა და სასწავლო დარგში, სასწავლო პროგრამის შემუშავება, სტანდარტები და აკრედიტაცია, სკოლისა და საზოგადოების ურთიერთობა, განათლების პოლიტიკა და სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობა.
კონფერენციის დასკვნით ნაწილში სკოლების პრაქტიკული კვლევის მონაწილე ინსიტიტუციებს სერტიფიკატები გადაეცათ.