კოკა სეფერთელაძის განცხადებით, საქართველოს მასშტაბით საატესტატო გამოცდები შეუფერხებლად მიმდინარეობს, სახელმწიფო არის გარანტი, რომ ასევე შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდებიც.
მინისტრის პირველმა მოადგილემ განმარტება გააკეთა რა პრინციპული აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა დიმიტრი შაშკინსა და მაია მიმინოშვილს შორის. კერძოდ:
სამინისტროს პრეს-სამსახურის უფროსმა ნინო პოტრჟებსკაიამ დაადასტურა საინფორმაციო სააგენტო ONN-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია მინისტრსა და მიმინოშვილს შორის დაპირისპირების შესახებ. მისი თქმით, დაპირისპირება დაახლოებით ათი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, ,,მინისტრმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ თავიდან ყოფილიყო აცილებული ესოდენ რთული გადაწყვეტილება’’-აღნიშნა ნინო პოტრჟებსკაიამ.
ამასთანავე, მისი თქმით, მთავრობის მხრიდან მიმინოშვილს რამოდენიმე შეთავაზება ჰქონდა. კერძოდ, ჯანდაცვის სამინისტროში ერთ-ერთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელის პოსტზე, თუმცა მიმინოშვილისგან ყველა შეთავაზებაზე მთავრობამ უარი მიიღო. რის შემდეგაც,
სამწუხაროდ ვერ მოხერხდება პოზიციების შეჯერება და მინისტრმა მიიღო ესოდენ რთული
გადაწყვეტილება.
Video