კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკურ სკოლას გასულ წელს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სტატუსი აღუდგა და დღეს იგი ერთ–ერთი გამორჩეული საჯარო სკოლაა, სადაც მათემატიკური ნიჭით დაჯილდოებული ბავშვები სწავლობენ საქართველოს ყველა კუთხიდან. ახალი სასწავლო წლიდან სკოლაში რეაბილიტირებული პანსიონი ამოქმედდა, სადაც 100–ზე მეტი რეგიონებიდან ჩამოსული მოზარდი ცხოვრობს.
სკოლას 120–მდე მეთორმეტეკლასელი ჰყავს, მათ შორის ორი – ლაგოდეხელი გიორგი კომახიძე და თბილისელი ჯემალ შენგელია ფიზიკაში საქართველოს ნაკრების წევრები არიან და ზაფხულში საერთაშორისო ოლიმპიადაზე გაემგზავრებიან. ორივე მათგანმა თავისუფალი უნივერსიტეტის კონკურსში გაიმარჯვა და ფიზიკის ფაკულტეტზე სრული დაფინანსება მიიღო.
კომაროვის სახელობის თბილისის ფიზიკა–მათემატიკური სკოლის მოსწავლეებმა ყველა საგანში მაღალი შედეგები აჩვენა, მათ შორის არიან მოსწავლეები, რომელთაც ყველა საგანში 10 ან 9–ზე მაღალი ქულა მიიღო. ფიზიკის გამოცდაში 50 მოსწავლეს აქვს შეფასება 10.
მათემატიკის გამოცდა ყველა სკოლაში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს.