შეხვედრაზე მხარეებმა სამეცნიერო და კვლევითი საკითხები განიხილეს და თანამშრომლობის მომავალ გეგმებზე იმსჯელეს. რიტა კოლველმა დადებითად შეაფასა განათლების სისტემაში მიმდინარე რეფორმები და კმაყოფილება გამოთქვა, რომ ახალგაზრდა ქართველ მეცნიერებს და მკვლევარებს სახელმწიფოსგან მაქსიმალური ხელშეწყობა აქვთ. ამერიკული წამყვანი სამეცნიერო წრეების მონაწილეობით დაიგეგმა რამდენიმე ღონისძიება, რომელიც ახლო მომავალში განხორციელდება.
დიმიტრი შაშკინმა აშშ-ს დელეგაციას დეტალურად გააცნო შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიზნები და ის პროგრამები, რომლებიც მეცნიერების მიმართულებით ხორციელდება.