სტუმრებმა სათაფლიის ნაკრძალი, დინოზავრის ნაკვალევი და მღვიმე დაათვალიერეს. მოზარდებმა ნაკრძალში ასევე მინის გამჭვირვალე გადასახედიდან გადაიხედეს და სათაფლიის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს.
ბავშვთა დაცვის დღე მანდატურებმა მოზარდებთან ერთად გაატარეს, ღონისძიების ფარგლებში კი ბავშვებს სხვადასხვა სახის საჩუქრები გადაეცათ.
სამტრედიის №15 სკოლა-პანსიონში 11-დან 16 წლამდე ასაკის 20 მოსწავლე ცხოვრობს.
სკოლა-პანსიონში ყველა პირობაა შექმნილი განაკუთრებული საჭიროების მქონე
ბავშვებთან მუშაობისთვის.