სამინისტროში გამართულ საორგანიზაციო შტაბის სხდომას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრთან ალექსანდრე ხეთაგური, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, თბილისის მერის მოადგილე ანდრია ურუშაძე და გამოცდების ეროვნული ცენტრის ახალი დირექტორი ხატია დეკანოიძე ესწრებოდნენ. დიმიტრი შაშკინმა და შტაბის წევრებმა მუშაობის პირველ ეტაპზე სკოლებში ჩატარებული CAT-ის გამოცდები შეაჯამეს, რომელსაც მაღალი შეფასება მისცეს და ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული ყველა საკითხი განიხილეს, როგორც შინაარსობრივი, ასევე ლოჯისტიკური თვალსაზრისით. დაკისრებული პასუხისმგებლობის ფარგლებში, საგამოცდო პროცესში ჩართულმა შტაბის თითოეულმა წევრმა, შეხვედრაზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც მისმა უწყებამ უკვე განახორციელა და რასაც მომავალში გეგმავს.
2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო და ერთიანი ეროვნული გამოცდების საორგანიზაციო შტაბი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში სპეციალურად გამოცდების მაღალ დონეზე ჩატარების მიზნით შეიქმნა. შტაბს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი ხელმძღვანელობს. საორგანიზაციო შტაბის შემადგენლობაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი, საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ალექსანდრე ხეთაგური და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე შედის.
ანალოგიური სამუშაო შეხვედრები, რომლის მიზანია საგამოცდო პროცესი მაღალ დონეზე, ხარვეზებისა და შეფერხებების გარეშე წარიმართოს, გამოცდების პერიოდშიც გაიმართება, შეჯამდება და გამოცდების მიმდინარეობა და შედეგები შეფასდება.