ამ ეტაპზე ლარისა ბურაკოვა კვლავ საქართველოშია და თავისი წიგნისთვის აგროვებს დამატებით ინფორმაციას, რადგან წიგნი უკვე უკრაინაში დაიბეჭდება და უკრაინულად ითარგმნება. წიგნის ავტორი დაინტერესედა განათლებაში მიმდინარე რეფორმებითა და ცვლილებებით.
მინისტრთან ინტერიუს დროს საუბარი შეეხო სკოლის მანდატურების სამსახურის შემოღების აუცილებლობას და ამ სამსახურის შემდეგ სკოლის უსაფრთხოების კუთხით მიღწეულ წარმატებებს, ასევე ერთიან ეროვნულ და სკოლის გამოსაშვებ გამოცდებსა და გამოცდების ახლ მოდელზე გადასვლას,სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებას, სკოლებისა და პროფესიული კოლეჯების ვაუჩერულ დაფინანსებაზე გადასვლას, მასწავლებლების სასერტფიკაციო გამოცდებს, სკოლების ინტენეტიზაციას და კომპიუტერებით აღჭურვას.
წიგნის ავტორი აგრეთვე, დაინტერესდა ზუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების გაძლიერებისა და საქართველოში ინგლისურენოვანი პედაგოგების ჩამოყვანის პროგრამით.