საბუნებისმეტყველო სასწავლო ლაბორატორია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ირინე ქურდაძემ გახსნა. ახალ ლაბორატორიაში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ექსპერიმენტები ფიზიკაში, ქიმიასა და ბიოლოგიაში ჩატარდება. მნიშვნელოვანია, რომ ლაბორატორიაში მუშაობა არა მარტო სტუდენტებისთვის არამედ, მოსწავლეებისთვისაც იქნება შესაძლებელი და ეს საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულ სწავლებას შეუწყობს ხელს.
ახალი ლაბორატორია TEMPUS -ის პროექტის ”სტუდენტთა აქტიური სწავლება ბუნებისმეტყველებაში” (SALiS) ფარგლებში შეიქმნა და მიზანად ისახავს ბუნებისმეტყველების სწავლების თანამედროვე მეთოდების განვითარებასა და სასწავლო პროცესში ექსპერიმენტული სწავლების მეთოდების ჩართვას.
განათლების სფეროში მიმდინარე ინოვაციების ასათვისებლად და ბუნებისმეტყველების სწავლების სიახლეების დანერგვის მიზნით, პროექტი მასწავლებლებისთვის ტრენინგებსაც ითვალისიწნებს. პროექტის კოორდინატორი ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტია და მასში სხვადასხვა ქვეყნის ათი უნივერსიტეტი მონაწილეობს.
ზუსტი და საბუნებისმეტყველო საგნების სწავლების გაძლიერება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი და სტრატეგიული გეგმის ნაწილია.