დაფინანსების II ეტაპზე სამინისტრო 1000 ლარიანი ვაუჩერით 1500 მსურველს დააფინანსებს. III ეტაპზე, რომელიც შემოდგომაზე გამოცხადდება, ვაუჩერს კიდევ 2500 მსურველი მიიღებს. I ეტაპზე კი, საქართველოს მასშტაბით უკვე 2500, მათ შორის 1700 სოციალურად დაუცველი სტუდენტი დაფინანსდა.
დავით ბაქრაძე სტუდენტებსა და მათ პედაგოგებს გაესაუბრა და აღნიშნა, რომ უმუშევრობასთან ბრძოლის კუთხით უმნიშვნელოვანესია პროფესიული კადრების არსებობა. სწორედ ამიტომ, სახელმწიფო პროფესიული განათლების ახალი ვაუჩერული დაფინანსების სისტემით პროფესიული განათლების კიდევ უფრო მეტად განვითარებას უწყობს ხელს. შრომის ბაზარზე პროფესიული კოლეჯების კურსდამთავრებულების დასაქმების მაჩვენებელი 75%-ია. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ვაუჩერული დაფინანსების ახალი სისტემით კიდევ უფრო იზრდება პროფესიული განათლების სოციალური ხელმისაწვდომობა. მნიშვნელოვანია ისიც, რომ ახალი პროგრამით სოციალურად დაუცველი ფენაც ფინანსდება.
1000 ლარიანი ვაუჩერით ფინანსდებიან:
სტუდენტებთან და პედაგოგებთან შეხვედრის შემდეგ, დავით ბაქრაძემ კოლეჯში არსებული საწნახელი, ღვინის სახლი, მარანი, სხვადასხვა სახელოსნოები დაათვალიერა და სწავლების პროცესს ადგილზე გაეცნო.
მრავალპროფილიან კოლეჯში სტუდენტები ფერმერის, მეღვინე-მევენახის, მეფუტკრის, ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებლის, სასურსათო პროდუქტების წარმოების, ვეტერინალური მომსახურების, ტრაქტორისტ-მემანქანის, სასტუმრო საქმის მწარმოებელის, მიმღებ რეცეფციონისტის, გიდის (გეოტურიზმი და ა.შ.), ტუროპერატორის (აგრო ტურიზმი), მზარეულის, კალატოზის, მებათქაშის, მეფილე-მომპირკეთებელის, დურგლის, ელექტრიკოსის, ძრავის შემკეთებლის და სავალი ნაწილის ტექნიკოსის პროფესიებს ეუფლებიან.
პროფესიული განათლების დაფინანსების ახალი სისტემა საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლიდან მოქმედებს და სახელმწიფო ბიუჯეტიდან 7 მილიონი ლარია გამოყოფილი.