ახალი სასწავლო წლიდან 60 ათასამდე პირველკლასელი პრეზიდენტისგან საჩუქრად სწორედ ამ ქარხანაში აწყობილ ნეტბუკს (”ბუკს”) მიიღებს. ნეტბუკი მსოფლიოს წამყვანი ექსპერტებისა და ფსიქოლოგების ერთობლივი მუშაობის შედეგად შეიქმნა და გათვალისწინებულია როგორც ბავშვის ფსიქოლოგია, ასევე მისი უნარ-ჩვევები.
დიმიტრი შაშკინის განცხადებით, კომპიუტერიზაციისა და ინტერნეტის სამყაროში საქართველოს ხელისუფლებამ აუცილებელად მიიჩნია ბავშვს თავიდანვე ჰქონდეს ურთიერთობა თანამედროვე ტექნოლოგიებთან. საქართველოს ყველა საჯარო და კერძო სკოლის მაღალი ხარისხის ინტერნეტით უზრუნველყოფა კი მოსწავლეებისთვის ინფორმაციის მიღების კიდევ ერთი უნიკალური საშუალება იქნება.
საქართველოს საჯარო სკოლების ყველა პირველკლასელი და მათი დამრიგებელი პრეზიდენტისგან კომპიუტერს საჩუქრად უკვე მესამე წელია იღებს. პროექტი მიზნად ისახავს, განათლების სისტემაში მსოფლიო სტანდარტების დანერგვას, ბავშვებში შესაბამისი უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებასა და მათ განათლების საერთაშორისო სივრცეში ინტეგრაციას. კომპიუტერები კომპანია INTEL-თან თანამშრომლობით, მათივე პროგრამებით, სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვისაა გათვალისწინებული და მას დამხმარე ხასიათი აქვს - მოსწავლეები კომპიუტერებს სკოლის სახელმძღვანელოებთან ერთად იყენებენ.
სასწავლო პროცესში კომპიუტერის ეფექტურად გამოყენების უზრუნველსაყოფად, სამინისტრომ ყველა
პირველი
კლასის
დამრიგებელი
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებში
გადაამზადა. მასწავლებლები ეცნობიან როგორც ნეტ-ბუკების
ფიზიკურ
სტრუქტურას, ასევე
ინფორმაციულ-საკომუნიკაციო
ტექნოლოგიებით
(ისტ)
გამდიდრებული
გაკვეთილებს და სასწავლო პროექტების მომზადებას.