პროექტი რამდენიმე წელია
ხორციელდება. წელს უკვე მეორედ მოსწავლეები იმ პორტატული
კომპიუტერებით საჩუქრდებიან, რომლებიც საქართველოში
დამზადდა. საქართველოს მასშტაბით წელს 1022 წარმატებული
მოსწავლე ჯილდოვდება.
მოსწავლეთა წახალისების პროექტი პრეზიდენტის ნაციონალური პროგრამის - ”ჩემი
პირველი კომპიუტერი” ფარგლებში ხორციელდება და მისი მიზანია ხელი შეუწყოს
მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებასა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სწავლების პროცესში დანერგვას.
პრეზიდენტის მიერ ინიცირებული პროექტი თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის
გაზრდით, ყველა ნიჭიერ და შრომისმოყვარე მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს
უქმნის. წარჩინებულ მოსწავლეთა ამ მიმართულებით წახალისება მომავალშიც გაგრძელდება.
2012 წელს, პროგრამის ბენეფიციარებად განისაზღვრნენ საჯარო სკოლის მოსწავლეები, რომლებმაც 2011/2012 სასწავლო წელს საბაზო საფეხური (მე-7, მე-8 და მე-9 კლასები) დაასრულეს და მათი საფეხურის ნიშანია 10 ქულა (დამრგვალების გარეშე).