28.06.2012
ოზურგეთში ერთიანი ეროვნული გამოცდების მიმდინარეობას ქართულ ენასა და ლიტერატურაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ნოდარ სურგულაძე აკვირდებოდა. გურიის რეგიონში ერთი საგამოცდო ცენტრი ოზურგეთის მე-2 საჯარო სკოლაში ფუნქციონირებს.
რეგისტრაცია 8 საათზე დაიწყო, არ დაფიქსირებულა დაგვიანება, ყველა დარეგისტრირებული აბიტურიენტი გამოცხადდა. 28 ივნისს ოზურგეთის საგამოცდო ცენტრში 276 აბიტურიენტი გამოიცდება.