28.06.2012
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების
მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ და გამოცდების
ეროვნული ცენტრის
დირექტორმა ხატია დეკანოიძემ ერთიანი ეროვნული გამოცდების
პირველი დღე
შეაჯამეს. 12 ქალაქის 17-ივე საგამოცდო ცენტრში
გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. 28 ივნისს
ქართული ენა და ლიტერატურა 16582-მა
აბიტურიენტმა ჩააბარა, არ დაფიქსირებულა დაგვიანების არცერთი შემთხვევა, გამოცდაზე
არ გამოცხადდა დარეგისტრირებულ აბიტურიენტთა მხოლოდ 2%, გასულ წელს პირველ გამოცდაზე აბიტურიენტთა 5%-ი
არ გამოცხადდა.
29 ივნისს აბიტურიენტთა მეორე
ნაკადი ისევ ორ სესიაზე ქართულ ენასა და ლიტერატურას ჩააბარებს. 2, 3, 4 და 5 ივლისს აბიტურიენტები უცხოურ ენებში გაივლიან გამოცდას. 6 ივლისს
გამოცდა ლიტერატურაში ჩატარდება, 9 და 10
ივლისს - ზოგადი უნარებში, 11
ივლისს - გეოგრაფიაში,
12 ივლისს - ფიზიკაში, 16 ივლისს -
ისტორიაში, 17 ივლისს - მათემატიკაში,
18 ივლისს ბიოლოგიაში,
ბოლო გამოცდა 19 ივნისს ქიმიაში გაიმართება.