ერთიანი ეროვნული გამოცდების საბოლოო შედეგები ცნობილია. 2012-2013 სასწავლო წელს 24 501 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა, რაც დარეგისტრირებული აბეტურიენტების რაოდენობის 71%-ს შეადგენს. აღნიშნული მონაცემები შარშანდელ მაჩვენებელს 5,3%-ით აღემატება. წელს 35 361 აბიტურიენტიდა ნგამოცდაზე მხოლოდ 34 431 გამოცხადდა, 2% გამოცდაზე არ გასულა. დაგვიანების გამო კი გამოცდაზე 12 აბიტურიენტი არ დაუშვეს. პროცედურული დარღვევების გამო აბიტურიენტის გამოცდიდან მოხსნის ფაქტი არ მომხდარა. სააპელაციო განაცხადი 1 480-მა აბიტურიენტმა შემოიტანა, აქედან 333 აპლიკანტს ქულა შეეცვალა. 2012 წელს ჩარიცხული სტუდენტების სია გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე: www.naec.ge განთავსდება.
2012 წლის გამოცდებმა მშვიდ გარემოში, ყოველგვარი ექსცესების გარეშე ჩაიარა. 28 ივნისს საქართველოს მასშტაბით 12 ქალაქში 17 საგამოცდო ცენტრი გაიხსნა. საგამოცდო ოთახები 850-მდე ვიდეოთვალითა და 9000-ზე მეტი ახალი მერხით იყო აღჭურვილი. საგამოცდო პროცესს 1260 დამკვირვებელი ადევნებდა თვალყურს. ასეთი ფორმატით ერთიანი ეროვნული გამოცდები წელს უკანასკნელად ჩატარდა. მომავალი წლიდან ახალი საგამოცდო მოდელი 8+1 ამოქმედდება.
2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე სიახლეები რამდენიმე მიმართულებით განხორციელდა:
აბიტურიენტებისათვის, რომლებმაც ზოგადი უნარების გამოცდაში მინიმალური კონპეტენციის ზღვარი გადალახეს, მაგრამ სხვა გამოცდაში ჩაიჭრნენდა ვერ გახდნენ სტუდენტები, საშუალება აქვთ პროფესიული პროგრამის მე-4 და მე-5 საფეხურზე ჩაირიცხონ. პროგრამების ჩამონათვალი განთავსებულია ვებგვერდზე:www.naec.ge.