სწავლის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ჭიათურის მასწავლებლებს შეხვდა. ხატია დეკანოიძემ ჭიათურის მე-3 საჯარო სკოლაში ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიიღო და ასევე, ადგილობრივ მასწავლებლებს მიმდინარე რეფორმების შესახებ ესაუბრა. მინისტრმა ყურადღება გაამახვილა სასეტრიფიკაციო გამოცდებზე, პედაგოგების ხელფასებსა და ახალ საგამოცდო სისტემაზე 8+1. მასწავლებლებმა მინისტრისგან მათთვის საინტერესო ყველა კითხვაზე პასუხი მიიღეს.
შეხვედრას მესამე სკოლის მასწავლებლებთან ერთად ჭიათურის სხვა სკოლების პედაგოგები და დირექტორებიც ესწრებოდნენ. განათლებისა და მეცნიერების მინისტრი რეგიონების მასწავლებლებთან შეხვედრებს მომავალშიც განაგრძობს.