17.12.2012
საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები
დღეს, მაკედონიიდან „პროექტ ჰარმონიის“(PH International) გაცვლითი პროგრამის ჯგუფს
შეხვდნენ. დელეგაციის შემადგენლობაში იყვნენ მაკედონიის განათლებისა და მეცნიერების და
შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები. შეხვედრის ორგანიზატორი იყო ამერიკული
ორგანიზაცია PH International-ის წარმომადგენლობა საქართველოში. ეს ორგანიზაცია უკვე
მეოთხე წელია ჩვენს ქვეყანაში სამართლებრივი
განათლებრის პროგრამას ახორციელებს.
„პროექტი ჰარმონიის“
გაცვლითი პროგრამა მიზნად ისახავს მაკედონიელი კოლეგებისთვის „სამართლებრივი განათლების
პროგრამის“ 4-წლიანი გამოცდილების გაზიარებას. პროგრამა ხორციელდება განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით და ორიენტირებულია
მოზარდთა შორის დანაშაულის პრევენციაზე.
შეხვედრაზე იმსჯელეს
„სამართლებრივი განათლების პროგრამის“ სასკოლო კომპონენტების შესახებ (სამართლებრივი
კულტურის გაკვეთილები, სოციალური მედია სკოლაში (SMS), თანატოლთა სამართლებრივი განათლების კლუბები). გაცვლითი
პროგრამის მიზანი არსებული პრაქტიკის დემონსტრირება და გაზიარებაა, ვინაიდან მსგავსი
პროგრამა ორიოდე თვის წინ დაიწყო მაკედონიაში.