მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი სკოლების დეცენტრალიზაციის პოლიტიკას ატარებს. სწორედ, ამ პრინციპზე დაყრდნობით შემუშავდა ახალი კონცეფცია.
დოკუმენტი პედაგოგების საჭიროებების კვლევასა და მასზე დაფუძნებით მასწავლებელთა პროფესიული სტანდარტების განახლება-განვითარებას ითვალისწინებს. გარდა ამისა კონცეფციაში ასახულია დამწყები პედაგოგების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვის მეთოდები, მასწავლებლების უწყვეტი განათლებისა და კარიერული ზრდის ხელშეწყობა, სკოლების მართვისა და სწავლების ხარისხის ამაღლება და სხვ.
კონცეფცია მასწავლებლის სახლის კონსულტანტებმა შეიმუშავეს. განხილვას თბილისიდან და ახლომდებარე რეგიონებიდან 100-ზე მეტი პედაგოგი დაესწრო. აღნიშნულ დოკუმენტს ცენტრი მომავალში საქართველოს სხვა რეგიონების მასწავლებლებთანაც განიხილავს. განხილვების შემდეგ კი, განახლებულ სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმას შეიმუშავებს.