საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გია მამულაშვილმა პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა კონფერენცია გახსნენს.
ორდღიანი კონფერენცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარებისთვის ჩატარებული ტრენინგების შეჯამებასა და პროფესიულ კოლეჯებს შორის მასწავლებელთა გამოცდილების გაზიარებას ეძღვნება. წელს პირველად, მასში მონაწილეობას პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები და წარმატებული კურსდამთავრებულები მიიღებენ.
პროფესიული სასწავლებლის მასწავლებელთათვის წელს არაერთი მნიშვნელოვანი ტრენინგი ჩატარდა. მათ შორის, სასწავლო პროცესში სწავლების ინტერაქტიული მეთოდებისა და ინფორმაციულ საკომუნიკაციო ტექნოლოგიების გამოყენებაზე.
ახლო მომავალში დაგეგმილია პროფესიული სასწავლებლების მასწავლებელთა აკადემიური საჭიროებების კვლევა, რომლის შედეგებიც მასწავლებელთა განვითრებისთვის საჭირო ღონისძიებებს დაედება საფუძვლად.