საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები დღეს, თბილისის სკოლების პედაგოგიური საბჭოს თავმჯდომარეებს შეხვდნენ.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო სკოლებში პედაგოგიური საბჭოების საქმიანობას, მის ფუნქციებს. ალუდა გოგლიჩიძის განცხადებით, პედაგოგიური საბჭო, სკოლის დირექტორთან ერთად, სკოლაში მიმდინარე ყველა პროლცესზეა პაუხისმგებელი და შესაბამისად, დიდია მისი როლი სასკოლო ცხოვრებაში.
მინისტრის მოადგილემ 300-მდე პედაგოგს ზოგადსაგანმანათლებლო სფეროში განსახორციელებელ სიახლეებზე სამინისტროს ხედვა გააცნო. ალუდა გოგლიჩიძემ პედაგოგთა რეკომენდაციები და წინადადებებიც მოისმინა და მათ შეკითხვებს უპასუხა.