სასკოლო ბიბლიოთეკები გარდა მოზარდთა წიგნიერების განვითარებისა, ერთგვარ კულტურულ-შემოქმედებით ცენტრებად უნდა იქცნენ. სასკოლო ბიბლიოთეკები უნდა იყვნენ ინიციატორები სასწავლო კონფერენციების, შიდა სასკოლო ოლიმპიადების, მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენის, ახალი პროექტების პრეზენტაციებისა და სხვა. ბიბლიოთეკები უნდა ეხმარებოდეს დაინტერესებულ მოსწავლეებს შემოქმედებითი უნარების განვითარებასა და რეალიზებაში. თანამედროვე მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს საბიბლიოთეკო ინფრასტრუქტურა მდიდარი წიგნადი ფონდითა და კვალიფიციური ბიბლიოთეკარებით.
სამუშაო შეხვედრაზე რამდენიმე სკოლამ ბიბლიოთეკის საქმიანობის ამსახველი ვრცელი პრეზენტაციებიც წარმოადგინა, ხოლო ეროვნული სამეცნიერო ბიბლიოთეკის დირექტორმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამავდროულად საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციის პრეზიდენტია, იმ პროექტების შესახებ ისაუბრა, რომელსაც საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაცია სკოლის ბიბლიოთეკარებისთვის ახორციელებს.
საქართველოს საბიბლიოთეკო ასოციაციას დაახლოებით 150 წევრი ჰყავს მთლ საქართველოში. ასოციაცია 2000 წელს დაარსდა და მრავალ საინტერესო პროექტს ახორცილებს.
ალუდა გოგლიჩიძემ სკოლებში არსებული პრობლემები მოისმინა და ბიბლიოთეკარების შეკითხვებს უპასუხა.