საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ახალი ხელმძღვანელობის მიერ 2013 წლის ბიუჯეტში სტუდენტთა საგრანტო დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხები გაიზარდა. ამ ცვლილებამ შესაძლებელი გახადა სახელმწიფო უმაღლეს დაწესებულებებში ბაკალავრიატის რამდენიმე წამყვანი მიმართულების 14 სპეციალობაზე სტუდენთა სწავლის სრული კურსის (4 წელი) დაფინანსება. ამ თემაზე მინისტრის მოადგილემ დავით ზურაბიშვილმა ბრიფინგი გამართა.
ეს მიმართულებები და სპეციალობებია:
მიმართულებები | დარგი/სპეციალობა |
აგრარული მეცნიერებანი | აგრონომია |
განათლება | განათლების მეცნიერებები |
ინჟინერია | ენერგეტიკა და ელექტროინჟინერია |
მშენებლობა | |
მეცნიერება/საბუნებისმეტყველო მეცნიერებანი |
მათემატიკა |
ფიზიკა | |
ქიმია | |
ბიოლოგია | |
სოციალური მეცნიერებები | ეკონომიკა |
ჰუმანიტარული მეცნიერებები | არქეოლოგია |
ისტორია | |
ქართული ფილოლოგია | |
ფილოსოფია | |
მიმართულებათაშორისი დარგები ან სპეციალობები | არქიტექტურა |
დაფინანსება შეეხება იმ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებათა სტუდენტებს, სადაც ზემოაღნიშნულ მიმართულებებზე სადოქტორო პროგრამები ხორციელდება, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვა უმაღლეს სასწავლებლებთან და დაფინანსების რა შესაძლებლობებიც გამოიკვეთება სამინისტრო ამის შესახებ საზოგადოებას დამატებით აცნობებს.