სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში განათლებისა და მეცნიერების რეფორმების სახელმწიფო კომისიის თავმჯდომარემ გიორგი დვალმა და მისი კომისიის წევრებმა სამუშაო შეხვედრა გამართეს.
კომისიის მუშაობაში მონაწილეობდნენ: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გიორგი მარგველაშვილი, მინისტრის მოადგილე დავით ზურაბიშვილი, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და აკადემიური წრეების წარმომადგენლები.
შეხვედრის მიზანს აღიარებული საერთაშორისო სტანდარტების ქართულ საგანმანათლებლო სივრცეში დანერგვის გზების ძიება წარმოადგენდა. რეფორმების სახელმწიფო კომისიის მიერ წარმოდგენილი კონცეფციის განხორციელებაში განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს განსაკუთრებული ფუნქცია და მოვალეობა ეკისრება.
შეხვედრაზე განიხილეს სამომავლო თანამშრომლობის გეგმები. მხარეებმა ასევე ისაუბრეს ერთობლივი ინიციატივების შესახებ.