სულ გადამზადდა 3800 პედაგოგი. მათგან 20 საუკეთესო ელექტრონული საგანმანათლებლო რესურსის ავტორი მასწავლებელი, დღეს, განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა სიგელებით დააჯილდოვა. გარდა ამისა, ისინი დამატებით ანაზღაურებას მიიღებენ. ორი საუკეთესო პროექტის ავტორი კი ევროპული სასკოლო ქსელის 24-ე საერთაშორისო კონფერენციაზე გაემგზავრება, რომელიც ლონდონში 2-დან 7 მარტის ჩათვლით გაიმართება.
2010 წლის ბოლომდე გადამზადდება 5400 მასწავლებელი და 400 ინფორმაციული მენეჯერი.