საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ალუდა გოგლიჩიძე და სამინისტროს სხვა წარმომადგენლები სამუშაო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჯერად, შეხვედრა თბილისის საჯარო სკოლების დაწყებითი კლასების კათედრის ხერლმძღვანელბთან გაიმართა. სამინისტროში კათედრის ხელმძღვანელებთან შეხვედრა პირველად შედგა.
სამუშაო შეხვედრაზე სკოლებში დაწყებითი კლასების კათედრის საქმიანობაზე ისაუბრეს და ის საკითხები განიხილეს, რომლებიც სკოლებში საგნობრივი კათედრების წარმატებულ მუშაობას განაპირობებენ. ამ მიმართულებით სამინისტროს წარმომადგენლებმა პედაგოგთა რეკომენდაციები და წინადადებებიც მოისმინეს და მათ შეკითხვებსაც უპასუხეს.
შეხვედრები საგნობრივი კათედრების სხვა წარმომადგენლებთან მომავალში გაგრძელდება.