საქართველოს პროფესიული განათლებისა და გადამზადების სისტემაში ინკლუზიური განათლების დანერგვა, ინკლუზიური განათლების მასშტაბების გაზრდას ითვალისწინებს.
ორ ქვეყანას შორის გაფორმებული საგრანტო ხელშეკრულების საფუძველზე, სახელმწიფო პროფესიულ სასწავლებლებში ინკლუზიური პროფესიული განათლების დანერგვა იწყება. ნორვეგიის მთავრობა პროექტის მეთოდოლოგიურ და ფინანსურ მხარდაჭერას 3 წლის განმავლობაში განახორციელებს. გრანტის საერთო ღირებულება 1,873,845$-ია. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანადაფინანსება 3 წლის განმავლობაში კი 300,000$ იქნება.
ახალი პროექტის ფარგლებში შემდეგი აქტივობები განხორციელდება:
პროფესიული განათლების სისტემაში ინკლუზიური განათლების კომპონენტის დანერგვა ხელს შეუწყობს განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებს დაეუფლონ მათთვის საინტერესო პროფესიას, დასაქმდნენ და იყვნენ კონკურენტუნარიანნი შრომის ბაზარზე.
ხელმოწერის ცერემონიას საქართველოს განათლებისა და მეცნიერებისა და ნორვეგიის განათლებისა და კვლევის სამინისტროების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.