29.01.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინიტროს მიერ გამოცხადებული სტაჟიორთა კონკურსის მეორე ეტაპი
დასრულდა. კომისიის
მიერ გამსვლელ ქულად განისაზღვრა 65 ქულა. ბმულ ფაილში შეგიძლიათ იხილოთ იმ
აპლიკანტების ჩამონათვალი, ვინც გადალახა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი და
მოიპოვა გასაუბრებაზე გასვლის უფლება. ამავე ფაილშია მითითებული თარიღი, თუ როდის
უნდა გამოცხადდნენ გასაუბრებაზე ზემოაღნიშნული აპლიკანტები.
გასაუბრება საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში
(მისამართი: დ. უზნაძის #52) გაიმართება.
გასაუბრებაზე დაშვებულმა კონკურსანტებმა
თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.