მექანიზატორთა გადამზადების სასწავლო პროგრამის შესახებ შეთანხმებას გუშინ ხელი საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით კირვალიძემ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელმა საქართველოში ჯეიმი მაკგოლდრიკმა და შპს „მექანიზატორის“ დირექტორმა ვაჟა ნახუცრიშვილმა მოაწერეს.
სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, სამინისტრო გაზაფხულზე რაც შეიძლება მეტი სასოფლო-სამეურნეო მიწის დამუშავებას გეგმავს, რისთვისაც დიდი ოდენობით თანამედროვე ტრაქტორისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტექნიკის შემოყვანა იგეგმება. მემანქანეები, რომლებიც აღნიშნულ სასწავლო კურსს გაივლიან, შეძლებენ უახლესი ტექნიკის შესაძლებლობები სრულყოფილად აითვისონ და გამოყენონ.
მემანქანეებისთვის პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით, შექმნა და მემანქანეთა გადამზადებასაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.
მექანიზატორებისათვის გადამზადების კურსები 2013 წლის თებერვალიდან აპრილის ჩათვლით ჩატარდება. უკვე დასრულებულია იმ ტრენერთა გადამზადება, რომლებიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით კურსებს ჩაატარებენ.
შეთანხმების თანახმად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა, პროფესიული კოლეჯები „სპექტრი“ და „მერმისი“:
კურსდამთავრებულებს საგაზაფხულო სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებზე შპს „მექანიზატორი“ დაასაქმებს.