საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის
პირველი მოადგილე თამარ სანიკიძე საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატებს
შეხვდა და მათთან სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრაზე საუბარი საქართველოს მასშტაბით სასკოლო ინფრასტრუქტურის აღდგენას და ამ პროცესში მაჟორიტარი დეპუტატებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა ჩართვას შეეხო. თამარ სანიკიძემ დეპუტატებს ამ მიმართულებით სამინისტროს ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნო.
თამარ სანიკიძის განცხადებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სკოლების მშენებლობასა და რეაბილიტაციაზე სოლიდური დაფინანსება გამოყო, შეისწავლა და შეაფასა საქართველოს ზოგადსაგანმანათლებლო სივრცეში არსებული ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და იგი სრულად ფლობს ინფორმაციას უკვე ჩატარებული სამუშაოების შესახებ. რაც შეეხება ჩასატარებელ სამშენებლო და სარეაბილიტაციო სამუშაოებს, სამინისტრო მიიჩნევს, რომ აუცილებელია იგი მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად დაიგეგმოს, ვინაიდან, მათთვის გაცილებით კარგადაა ცნობილი ადგილზე არსებული მდგომარეობა, საჭიროებები და პრიორიტეტები.
მინისტრის პირველმა მოადგილემ პარლამენტარებს ვრცელი ვიზუალური მასალა წარუდგინა:
თამარ სანიკიძემ ასევე, თხოვნით მიმართა პარლამენტარებს აქტიურად ჩაერთონ მათ რეგიონებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების მონიტორინგში და სამინისტროსთან ერთად, მონაწილეობა მიიღონ ლოკალურად წარმოქმნილი ცალკეული პრობლემების მოგვარებაში.