08.02.2013
კომისია
განცხადებას აკეთებს განმარტებისათვის, ვინაიდან მტკიცების ტვირთი არის მიმართვის
ავტორზე, რომ დაასაბუთოს და დაადასტუროს ფაქტები, რომელიც აღნიშნა თავის
განცხადებაში. ასევე ეს განმარტება განკუთვნილია იმ პირთა საყურადღებოდ, რომელთაც
უკვე მიმართეს კომისიას და პასუხად მიიღეს ხარვეზის წერილი. კომისია თავს
ვალდებულად თვლის გააკეთოს დამატებითი განმარტება, რათა გაუადვილოს განმცხადებლებს
მტკიცების ტვირთი და მიაწოდოს წარმოსადგენი დოკუმენტაციის შესახებ ინფორმაცია.
იმ შემთხვევაში
თუ განსხვავებული აზრის/პოლიტიკური შეხედულებების გამო სამსახურიდან გათავისუფლების დადგენის ფაქტზე თქვენს მიერ კომისიასა და განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროში წარდგენილ განცხადებაზე დაგიდგინდათ ხარვეზი, ეს ნიშნავს, რომ თქვენი
განცხადება არაა საკმარისი, იმისთვის, რომ კომისიამ განიხილოს და დაადგინოს
თქვენი პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტი და საჭიროა, დამატებითი მტკიცებულებების წარმოდგენა.
მაგალითისთვის წარმოგიდგენთ რამდენიმეს:
- თუ
მიგაჩნიათ, რომ ხართ განსხვავებული აზრის/პოლიტიკური შეხედულებების გამო
გათავისუფლებული, უნდა წარმოადგინოთ მოწმეთა განმარტება, რომლებიც დაადასტურებენ,
რომ თქვენ საჯაროდ გამოთქვამდით თქვენს პოლიტიკურ შეხედულებებს, აკრიტიკებდით
ხელისუფლებას და ა.შ; ამ ფაქტის დასადასტურებლად თქვენ უნდა წარმოადგინოთ სკოლის
თანამშრომელთა, სხვა პედაგოგთა ახსნა-განმარტება, რომლითაც ისინი ადასტურებენ
აღნიშნულ ფაქტს იმის მითითებით, თუ როდის მოხდა ეს, რა განსხვავებულ პოლიტიკურ
შეხედულებასა თუ აზრს გამოხატავდით, ვისი თანდასწრებით, სად გამოთქვით თქვენი
კრიტიკა და მსგავსი პოზიცია.
- თუ
განცხადებაში მითითებული გაქვთ, რომ შეხვედრა გქონდათ გამგებელთან, საკრებულოს
თავმჯდომარესთან ან ნებისმიერ სხვა თანამდებობის პირთან რომელიც ზეწოლას ახდენდა
თქვენზე, ან თქვენ გაიძულათ დაგეწერათ სამსახურიდან წასვლის განცხადება თქვენი
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების გამო, წარმოადგინეთ მოწმის განმარტება,
რომელიც ადასტურებს შეხვედრის ფაქტს. ეს შეიძლება იყოს პირი, რომელიც ესწრებოდა
შეხვედრას, ასევე პირი, რომელმაც დაგინახათ შეხვედრაზე შესვლისას, ან პირი რომელიც
თან გამოგყვათ და გელოდებოდათ და შეძლებს დაადასტუროს შეხვედრის ფაქტი;
- თუ
ჩართული იყავით რომელიმე პარტიის საქმიანობაში (მაგ. კარდაკარი, სააგიტაციო
მასალის დარიგება და ა.შ) და მიგაჩნიათ, რომ ეს იყო თქვენი გათავისუფლების მიზეზი,
წარმოადგინეთ აღნიშნული საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. კერძოდ, ცნობა
პარტიიდან, რომელშიც მითითბული იქნება როდის და რა საქმიანობას ახორციელებდით.
ასევე, შეიძლება წარმოდგენილ იქნას ამ საქმიანობისთვის ანაზღაურების მიღების
დამადასტურებელი ცნობა, ხელშეკრულება თქვენსა და
დამსაქმებელს, ამ შემთხვევაში პარტიას შორის;
- თუ
ხელი მოაწერეთ რომელიმე პარტიის განცხადებას და მიგაჩნიათ, რომ ესაა თქვენი
სამსახურიდან გათავისუფლების მიზეზი, წარმოადგინეთ თქვენი ხელმოწერის
დამადასტურებელი ცნობა, იმის მითითებით თუ რა განცხადებას მოაწერეთ ხელი და როდის.
აღნიშნული ცნობა შეგიძლიათ გამოითხოვოთ შესაბამისი პარტიიდან ან მოძრაობიდან;
- მოწმის
განმარტებაზე მითითებული უნდა იყოს მისი სახელი, მისამართი, ტელეფონი ან სხვა
საკონტაქტო ინფორმაცია, პირადი ნომერი და ხელმოწერა;
- თუ
ხართ რომელიმე პარტიის წევრი და მიგაჩნიათ რომ ეს იყო თქვენი გათავისუფლების
მიზეზი, წარმოადგინეთ პარტიის წევრობის დამადასუტრებელი დოკუმენტაცია, ისე რომ
ჩანდეს თქვენი პარტიაში გაწევრიანების თარიღი;
- თუ
რომელიმე ტელე ან ბეჭდვით მედია საშუალებას მიეცით ინტერვიუ რასაც უკავშირებთ
თქვენს გათავისუფლებას, წარმოადგინეთ აღნიშნული ინტერვიუ დისკზე ჩაწერილი ან მისი
ქსეროასლი.
- თუ
სასამართლოში გქონდათ გასაჩივრებული თქვენი გათავისუფლების ბრძანება, წარმოადგინეთ
სასამართლოს გადაწყვეტილება;
- აგრეთვე,
სხვა ნებსიმიერი მასალა, დოკუმენტი, ინფორმაცია, რომელიც შეიძლება დაეხმაროს
კომისიას გადაწყვეტილების მიღებაში.