ანალოგიურ აქციებში სისტემატიურად მონაწილეობს სხვადასხვა სასწავლო დაწესებულება თუ ორგანიზაცია. ჯანმრთელი პოპულაციიდან სისხლის დონორების შერჩევას, დონაციის ჩატარებას, სისხლისა და სისხლის კომპონენტების დამზადებას სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური ახორციელებს. აქვე ხდება დონორული სისხლის აპრობაცია, დამზადებული სისხლის კომპონენტების ხარისხის კონტროლი, შენახვა და სამკურნალო დაწესებულებების უსაფრთხო სისხლის კომპონენტებით უზრუნველყოფა 24 სთ–იან რეჟიმში.