საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პროექტის პირველადი განხილვა გაიმართა. შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „ხარისხისა და შესაძლებლობების განვითარების მხარდაჭერის პროგრამა საქართველოს პროფესიული განათლების სექტროში“ ფარგლებში შედგა და მასში მონაწილეობა მინისტრის მოადგილემ ქეთევან ნატრიაშვილმა და პროექტით დაინტერესებულმა მხარეებმა მიიღეს.
გაფართოებული შეხვედრის მიზანი პროფესიული განათლების ახალი სტრატეგიის პირველადი პროექტის ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა და მათი მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინება იყო.
პროფესიული განათლების 2013-2020 წლების
სტრატეგიაზე მუშაობა 2013 წლის იანვრის ბოლოდან დაიწყო და მასში ჩართულნი არიან
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული
ცენტრის, პროფესიული კოლეჯების, დონორი ორგანიზაციებიასა და სოციალური
პარტნიორების წარმომადგენლები.
პროგრამის მიზანს პროფესიული
განათლების ხარისხის უზრუნველყოფა წარმოადგენს. პროექტის საბოლოო ბენეფიციარები პროფესიული სასწავლებლების სტუდენტები -
სხვადასხვა ასაკისა და შესაძლებლობების მქონე ადამიანები იქნებიან, რომლებიც
სასურველ და ხარისხიან პროფესიულ კვალიფიკაციას შეიძენენ. მიღებული უნარები მათი
დასაქმების შესაძლებლობას მნიშვნელოვნად გაზრდის და კერძო სექტორს კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფს.