შეხვედრაზე გიორგი მარგველაშვილმა და სამინისტროს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა ელენე ჯიბლაძემ მოწვეულ სტუმრებს სრული ინფორმაცია მიაწოდეს აგრარულ უნივერსიტეეტთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებზე და მათ შეკითხვებს უპასუხეს.
შეხვედრაში მონაწილეობდნენ: იტალიისა და ლიტვის რესპუბლიკების ელჩები, ამერიკის შეერთებული შტატების, დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს, უნგრეთის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის, თურქეთის რესპუბლიკის ელჩების მოადგილეები, საფრანგეთის რესპუბლიკის, რუმინეთის, ესტონეთის რესპუბლიკის, ისრაელის სახელმწიფოს, ნიდერლანდების სამეფოს, პოლონეთის რესპუბლიკის და სომხეთის რესპუბლიკის საელჩოების წარმომადგენლები.
მოწვეულთა შორის იყვნენ არასამთავრობო ორგანიზაციების - საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება, ადამიანის უფლებათა პრიორიტეტი, საერთაშორისო გამჭირვალობა - საქართველო, განათლების პოლიტიკის, დაგეგმვისა და მართვის საერთაშორისო ინსტიტუტი, სკოლა, ოჯახი, საზოგადოება, სახალხო დამცველის ოფისი ხელმძღვანელები და წარმომადგენლები.