19.02.2010
ორდღიანი კონფერენცია საქართველოს
პირველმა ლედიმ სანდრა რულოვსმა გახსნა და მის მუშაობაში განათლებისა და მეცნიერების, ასევე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრები
მონაწილეობდნენ.
კონფერენცია განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ერთობლივი პროექტის “საჯარო სკოლებში თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის” ფარგლებში ჩატარდა
და მის მუშაობაში პროექტში ჩართული სასწავლო დაწესებულებებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების
წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
პროექტი რამდენიმე თვის განმავლობაში მიმდინარეობდა, 2009 წლის ივნისსა და სექტემბერში გაიმართა 8 დისკუსია თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისსა და სიღნაღში. დისკუსიებში მონაწილეობა მიიღეს თბილისის, აჭარის, სამეგრელოსა და ზემო სვანეთის, იმერეთისა და კახეთის რეგიონების 100 საჯარო სკოლის დირექტორმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრისა და უმაღლესი სასწავლებლების წარმომადგენლებმა.
დისკუსიის დროს გამოირკვა, რომ თამბაქოს
მოხმარებასთან
დაკავშირებული
პრობლემები სკოლებში არსებობს. სკოლაში
თამბაქოსგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვასთან დაკავშირებით დირექტორებისა და რესურსცენტრების წარმომადგენლების მიერ გამოითქვა სხვადასხვა მოსაზრება.
კონფერენციაზე შედგა სკოლებში თამბაქოსაგან
100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის გზამკვლევის
პრეზენტაცია.
თამბაქოსაგან 100%-ით თავისუფალი პოლიტიკის დანერგვის ხელშეწყობის მიზნით, შეხვედრები მომავალშიც
გაგრძელდება.