2013 წლის 1 აპრილიდან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინსიტრო აცხადებს პირველკლასელთა რეგისტრაციას 2013-2014 სასწავლო წლისათვის. სკოლაში ბავშვის შეყვანა მშობელს 5 წლის ასაკიდან შეუძლია. ასაკთან დაკავშირებით არჩევანს მშობელი თავად აკეთებს.
რეგისტრაცია ონლაინ რეჟიმში განხორციელდება და 3 ეტაპად ჩატარდება:
1. სკოლაში ჩასარიცხად სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ვებგვერდზე 2013 წლის პირველი აპრილიდან 2013 წლის 19 აპრილის ჩათვლით რეგისტრირდებიან ის მოსწავლეები:
ა) ვისი და–ძმაც სწავლობს ამ სკოლაში;
ბ) ვისი მშობელიც სკოლის თანამშრომელია;
გ) ვისი ოჯახიდანაც ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში (ტყუპები, და–ძმები).
აღნიშნული მოსწავლეები ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტებს წარადგენენ 2013 წლის 20 აპრილიდან 2013 წლის 24 აპრილის ჩათვლით.
განათლების და მეცნიერების სამინისტრო ყველა პირველკლასელს საბავშვო სასწავლო პორტატულ კომპიუტერს გადასცემს.