აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით, კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა. სამინისტრო ნაძალადევის რაიონის სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებმაც მსგავსი კომუნიკაციის ფაქტები უარყვეს. 29 მარტს კი, დირექტორებს თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისათვის უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით, კომისიისა და სამინისტროს წარმომადგენლები შეხვდნენ და განუმარტეს, რომ დაუშვებელია დაქვემდებარებულ პირთა მიმართ სამსახურიდან დათხოვნის მუქარა მათი პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ თუ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მონაწილეობის ან სხვა ისეთი ლეგიტიმური აქტივობის გამო, რაც მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას არ უკავშიდება.
რაც შეეხება სკოლის პედაგოგებს, ნებისმიერ მათგანს უფლება აქვს, თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს თუ არა სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში, საზოგადოებრივ თუ პარტიულ აქტივობებში.