ქარელის მე-2 საჯარო სკოლაში 500 მოსწავლე სწავლობს, მათგან 130 მოსწავლეს სოციალურად დაუცველის სტატუსი აქვს და უფასო სასკოლო სახელმძღვანელოებით სარგებლობს. სკოლის დირექტორის განმარტებით, გაცილებით მეტი მოსწავლე საჭიროებს უფასო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფას. 50 მოსწავლეს სკოლა ეხმარება და ყოველდღიურად სასწავლო მასალის ქსეროასლებს უმზადებს. სკოლამ სპეციალურად დამატებითი ქსეროქსი შეიძინა, რათა ამ ბავშვებს ხელი არ შეშლოდათ სწავლაში.
„ორი შვილისთვის სასკოლო სახელმძღვანელოების შეძენა 250-300 ლარი მიჯდებოდა, რაც ჩემი ოჯახისათვის ძალიან დიდი თანხაა რადგან, სტაბილური სამსახური ოჯახში არავის გვაქვს“ - განაცხადა ორი მოსწავლის დედამ ნანა ბუთხუზმა.