ინტერნეტ ჩართვა მიმდინარეობდა სპეციალური ტექნოლოგიის გამოყენებით ინტერაქტიულ რეჟიმში. მონაწილეები აქტიურად სვამდნენ შეკითხვებს კონკურსის პირობებთან, სწავლა/სწავლების ინოვაციურ მეთოდებსა და ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომლებსაც ორგანიზატორები პრეზენტაციის პარალელურად პასუხობდნენ. შემაჯამებელი კითხვა-პასუხი და შეხვედრის ჩანაწერი გამოქვეყნდება კონკურსის საინფორმაციო ვებ-მისამართზე.
პროექტი ორგანიზებულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტი, ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტი), მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის (პროგრამა “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად“ და „მასწავლებელთა ინფორმაციულ - საკომუნიკაციო ტექნოლოგიების (ისტ) ტრენინგების“ პროგრამა), Microsoft საქართველოს, Intel-ის, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაწყებითი განათლების პროექტის, ბრიტანეთის საბჭოს საქართველოში და Innovative Systems Management-ის პარტნიორობით და მისი მიზანია ინოვაციური სწავლა/სწავლების მეთოდებისა და ტექნოლოგიების გამოყენების გზით სასწავლო პროცესის ხარისხის ზრდის ხელშეწყობა.
შემდეგი ინტერნეტ კონსულტაცია დაგეგმილია 17 აპრილს, 15:00 საათზე. დასწრების ინსტრუქცია იხილეთ კონკურსის საინფორმაციო ვებგვერდზე www.pilforum2013.k12.ge