საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ „ესეების კონკურსის“ გამარჯვებულები დააჯილდოვა. კონკურსში კახისა და ბელაქნის რაიონების 100-ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო მონაწილეობა. დაჯილდოების ცერემონია კახის რაიონის სოფელ ალათემურის კულტურის სახლში გაიმართა.
კონკურსის დასკვნით, ფინალურ ეტაპზე 21 ნაშრომი გადავიდა, რომელთა შორისაც ჟიურიმ რეგიონოლაური მასშტაბით 3 საუკეთესო თემის ავტორი გამოავლინა.
კონკურსის გამარჯვებულს, კახის საშუალო სკოლის მოსწავლეს მარინა შიხამირაშვილს საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პორტატული კომპიუტერი გადასცა. ხოლო, მეორე და მესამე ადგილზე გასული მონაწილეები ციფრული აპარატითა და წიგნებით დიასპოროს საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა დააჯილდოვა.
რეგიონალური მასშტაბით გამარჯვებულების გარდა, ასევე გამოვლიდენენ თითოეულ სკოლაში პირველი, მეორე და მესამე ადგილის მფლობელი კონკურსანტები, რომელთაც ფულადი ჯილდოები პაატა ბურჭულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა „იავნანამ“ და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადასცა.