ქარელის მე-2 საჯარო სკოლისთვის უფასოდ მერხების გადაცემის სურვილი ქართულ-ჩეხურმა კომპანიამ "ნობლ ჯორჯიამ" გამოთქვა. კომპანია ჩეხეთის რესპუბლიკაში ცნობილი კომპანია "NOBL"-ის მონაწილეობით დაფუძნდა და 2007 წლიდან ევროპული სტანდარტის საკანცელარიო, საოფისე, სასკოლო ინვენტარს და სხვა საყოფაცხოვრებო ტიპის ავეჯს საქართველოში აწარმოებს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მიმდინარე წელს სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის რეაბილიტაციაზე სოლიდური დაფინანსება გამოყო, სამინისტრო მაჟორიტარ დეპუტატებთან და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ადგილებზე არსებული მდგომარეობის, საჭიროებებისა და პრიორიტეტების გათვალისწინებით, საჯარო სკოლებისა და სასკოლო ინფრასტრუქტურის ფართომასშტაბიან რეაბილიტაციას გეგმავს.