დამამთავრებელ გამოცდებში მონაწილეობას წელს რვა მსჯავრდებული მოსწავლე იღებს, აქედან ორი წინასწარ პატიმრობაში მყოფი მსჯავრდებულია.
მემორანდუმის გაფორმებამდე, მსჯავრდებულების გამოცდებზე დასწრების საკითხი სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს კეთილ ნებაზე იყო დამოკიდებული, რაც გასულ წლებში მსჯავრდებულებს პრობლემას უქმნიდა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მიმდინარე წელს, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შუამდგომლობას სასჯელაღსრულების დეპარტამენტი დაუყოვნებლივ, შესაბამისი რეაგირებით გამოეხმაურა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ინიცირებული პროგრამის ფარგლებში დღეს, ყველა მსჯავრდებულს, ვისაც სწავლის სურვილი აქვს, უზრუნველყოფილია შესაბამისი პირობებით. ეს არის უწყებათაშორის ეფექტიანი თანამშრომლობის შედეგი.