04.06.2013
თბილისის
კლასიკურ გიმნაზიაში ანა ფრანკის სახლის (ამსტერდამი) ორი გამოფენა - „იკითხე და წერე
ანა ფრანკთან ერთად“ და „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ გაიხსნა. გამოფენა გიმნაზიის დირექტორმა ამირან ჯამაგიძემ, საქართევლოს პირველმა ლედიმ
და საქართველოს გაეროს ასოციაციამ გახსნა.
პროექტის ფარგლებში ჰოლანდიურიდან ქართულ ენაზე ითარგმნა „ანა ფრანკის დღიური“. ასევე,
იგეგმება საქართველოს 10 ქალაქის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ქართულენოვანი წიგნის
დარიგება და ამავე ქალაქებში „ანა ფრანკის სახლი ამსტერდამიდან“ მოძრავი გამოფენის
მოწყობა.
საგანმანათლებლო
პროექტი „ანა ფრანკი - აქტუალური ისტორია“ საქართველოში ჰოლანდიის საელჩოს,
პირველი ლედის სანდრა ელისაბედ რულოვსის ჯანსაღი ცხოვრების წესის ინიციატივის
„Don't Worry, Be Healthy!“, ანა ფრანკის სახლის და საქართველოს გაეროს ასოციაციის
მიერ ჰოლანდიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
გამოფენა
განკუთვნილია 10-16 წლის მოზარდებისათვის. იგი ღიაა ყოველ დღე შაბათ-კვირის გარდა და
მუშაობს 15 საათიდან 18 საათის ჩათვლით. გამოფენა თბილისში 15 ივნისამდე გასტანს.