07.06.2013
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აცხადებს განმეორებით კონკურსს
სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს - საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის ვაკანტური
თანამდებობის
დაკავების მიზნით.
დეტალური ინფორმაციისთვის
იხილეთ
ბმული.
რესურსცენტრის ხელმძღვანელის სამუშაოს აღწერა:
რესურსცენტრის უფროსი:
- ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს
რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს
რესურსცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;
- პასუხისმგებელია საქართველოს
კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულებაზე; კანონით დადგენილი წესით ახორციელებს
სამსახურებრივ ზედამხედველობას რესურსცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;
- იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების
მიზნობრივად გამოყენების შესახებ; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურს-ცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას.
კანონით დადგენილი წესით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს რესურს-ცენტრის თანამშრომლებს;
- თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს
ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, ამტკიცებს რესურს-ცენტრის
შინაგანაწესს. შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას თავის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში;
- თვალყურს ადევნებს
სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების
სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა სამართლებრივი აქტების
შესრულებას;
- ხელმძღვანელობს და კოორდინაციას
უწევს ცენტრის თანამშრომლების მიერ
ინფორმაციის მოგროვებას-დამუშავებას და შესაბამისი სტრუქტურებისათვის მიწოდებას;
- უზრუნველყოფს სკოლების ანგარიშების
საფუძველზე ცენტრის
თანამშრომლების მიერ სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გაუმჯობესების შესახებ
შესაბამისი რეკომენდაციების და წინადადებების შემუშავებას და საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენას;
- მის კომპეტენციას მიკუთვნებულ
საკითხებთან დაკავშირებით განიხილავს ფიზიკური და
იურიდიული პირების კორესპოდენციებს;
- საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ
და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ;
- პასუხისმგებელია რესურსცენტრის
სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების
დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე.
თანამდებობრივი სარგო:
1,030
საკონკურსო პირობები:
კონკურსი ჩატარედება სამ ეტაპად:
I . განაცხადების გადარჩევა
II. ტესტირება
(ინფორმაციისთვის იხილეთ
ბმული)
III. გასაუბრება (გასაუბრების
ეტაპზე მოხდება ფუნქციური წერის
უნარების შემოწმებაც).
კონკურსში მონაწილეობის მოთხოვნები
:
კონკურსში მონაწილეობა თანაბრად ხელმისაწვდომია ყველა იმ პირისთვის,
რომელიც
აკმაყოფილებს
„საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონის
25-ე
მუხლის
მოთხოვნებს. კონკურსის
წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ნარკოლოგიური
შემოწმებისა და ნასამართლეობის ცნობები.
აგრეთვე:
- კადრების აღრიცხვის ფურცელი (CV);
- განათლების ან
შესაბამისი კვალიფიკაციის მოწმობა;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;
- ფოტოსურათი (3×4-ზე) CD დისკთან ერთად.
სავალდებულო მოთხოვნები:
- უმაღლესი
განათლება;
- განათლების
სფეროში
მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
- ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 2
წლიანი გამოცდილება;
- სახელმწიფო
ენის სრულყოფილი ცოდნა;
- კომპიუტერული (საოფისე) პროგრამების
ცოდნა (Windows Office: Ms. Word, Ms.
Excel, Ms. PowerPoint, Internet);
სამართლებრივი აქტების
ცოდნა:
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ,,საჯარო
სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონი;
- საქართველოს ზოგადი
ადმინისტრაციული კოდექსი;
- ,,ზოგადი
განათლების შესახებ“
საქართველოს კანონი;
- ,,საჯარო
სამსახურში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს
კანონი;
- საქართველოს ორგანული
კანონი ,,საქართველოს შრომის
კოდექსი“;
- საქართველოს განათლებისა
და მეცნიერების მინისტრის
მიერ 2011 წლის
11 მარტს №36/ნ
ბრძანებით დამტკიცებული ეროვნული
სასწავლო გეგმა;
- ,,სახელმწიფო
შესყიდვების შესახებ“
საქართველოს კანონი;
- ,,პროფესიული
განათლების შესახებ“
საქართველოს კანონი;
- საქართველოს
განათლებისა
და
მეცნიერების
მინისტრი
2006 წლის 17 იანვარის №31ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების
საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპური
დებულება“;
- ,,საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს
მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილება.
აუცილებელი
უნარ-ჩვევები
- მენეჯერული
უნარ-ჩვევები;
- მოლაპარაკებების
წარმართვის
გამოცდილება,
კონფლიქტების
მართვის
უნარი,
გუნდური მუშაობის უნარი;
- საქმიანი ურითიერთობების
წარმოების
უნარ-ჩვევები,
საკუთარი
შეხედულებების
დასაბუთებისა
და
დაცვის
უნარი;
- ორგანიზებულობა
და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კომუნიკაბელურობა და კოლეგიალობა;
- ანალიტიკური აზროვნება;
- დაძაბულ
რეჟიმში მუშაობისა და დროის მართვის
უნარ-ჩვევები;
- ფუნქციური წერის უნარი.
დამატებითი მოთხოვნები:
უცხო (ინგლისური,
რუსული)
ენის
ცოდნა;
კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა
განაცხადი უნდა გააკეთონ მიმდინარე წლის 06 ივნისიდან 15 ივნისის ჩათვლით
ვებგვერდზე www.hr.gov.ge .
ტესტირების თარიღი
და ადგილი
გამოქვეყნდება განათლების
და მეცნიერების
სამინისტროს ვებგვერდზე
www.mes.gov.ge.
დამატებითი ინფორმაციისთვის
მიმართეთ საქართველოს
განათლებისა და
მეცნიერების სამინისტროს.
მისამართი: ქ.
თბილისი, დ.
უზნაძის ქ.
№52. ტელეფონი: 231 89 40
დაკავშირება მოხდება იმ კანდიდატებთან, რომლებიც დააკმაყოფილებენ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.