საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ექვთიმე თაყაიშვილის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, საქართველოს საჯარო და კერძო სკოლების საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეებისათვის ორი სახის კონკურსი გამოაცხადა: პროექტების კონკურსი - „რა ვიცით ექვთიმე თაყაიშვილის შესახებ“ და ექვთიმე თაყაიშვილის ბიოგრაფიულ თემაზე შექმნილი ბლოგების კონკურსი.
კონკურსების მიზანს წარმოადგენდა ექვთიმე თაყაიშვილის ღვაწლის პოპულარიზაცია, მოსწავლეთა კვლევის, ინფორმაციაზე მუშაობის, შეფასებისა და კრიტიკული აზროვნების უნარების წახალისება. ასევე, გუნდური მუშაობისა და პრეზენტაციის უნარების განვითრების ხელშეწყობა.
ორივე კონკურსის ფარგლებში 400-ზე მეტი ნაშრომი შემოვიდა. სამინისტროში შექმნილმა კომისიამ გამარჯვებული პროექტები და ბლოგები გამოავლინა. თითოეული გამარჯვებული მოსწავლე (სულ 30) დიპლომებითა და წიგნის მაღაზიის 100 ლარიანი ვაუჩერით დაჯილდოვდა, ხოლო 9 მოსწავლეს წამახალისებელი სეტიფიკატი გადაეცა.