მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლის მეოთხეკლასელ წარჩინებულ მოსწავლეს ანნა-მარია კარტოზიას დღეს, უკრაინის მოქალაქის ქალბატონ მარგარიტა ბასიკის სახელით, საჩუქრად ნეთბუქი გადაეცა.
ქალბატონ მარგარიტა ბასიკის ოჯახი მეორე მსოფლიო ომის დროს საქართველოში იყო ევაკუირებული. ქალბატონმა მარგარიტამ თბილისის 56-ე საშუალო სკოლის (აღნიშნული სკოლა 2011 წელს მიხეილ გრუშევსკის სახელობის 41-ე საჯარო სკოლასთან გაერთიანდა) მეოთხე კლასში ერთი წელი ისწავლა.
9 მაისის დღესასწაულთან დაკავშირებით და საქართველოსა და ქართველი ხალხისადმი მადლიერების ნიშნად, ქალბატონმა მარგარიტამ სურვილი გამოთქვა ნეთბუქით დაესაჩუქრებია 56-ე სკოლის ერთ-ერთი წარჩინებული მეოთხეკლასელი. ამ გადაწყევეტილების შესახებ სამინისტროს ქ.დონეცკში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ზურაბ კვაჭაძემ აცნობა.
საგანგებოდ გამართულ სასკოლო ღონისძიებაზე ანნა-მარია კარტოზიას უკრაინელი ქალბატონის საჩუქარი 41-ე საჯარო სკოლის დირექტორმა გადასცა.