დასაქმება გულისხმობს სტაჟირებას ქალაქ თელავში მოქმედ ბანკებსა და მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში. ასევე, ბანკების საჭიროებიდან გამომდინარე, შესაძლბელია წარმატებულმა სტუდენტებმა მუშაობა ბანკებში განაგრძონ. ამ დროისთვის ბანკმა „რესპუბლიკამ“ 8 სტუდენტი შეარჩია სტაჟირებისთვის, მათგან ერთ-ერთი წარმატებული სტუდენტისთვის შტატი გამოყო და დაასაქმა.
სტუდენტებს ზაფხულის არდადეგების პერიოდში პრაქტიკის გავლას ბანკები - „რესპუბლიკა“, „ვითიბი“, „თიბისი, „კორსტანდარტი“, „პროკრედიტი“, „კონსანტა“, „ქართუ“, „საქართველოს ბანკი, „ლიბერთი ბანკი“, „ბაზის ბანკი“, „ტაოპრივატბანკი“ სთავაზობენ.
მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ მინისტრი სტუდენტებს შეხვდა. შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. სტუდენტებმა მათთვის საინტერესო ყველა შეკითხვაზე მინისტრისგან ამომწურავი პასუხები მიიღეს.