სოფელი ახალი დიოკნისი 90-იან წლებში მთიანი აჭარიდან ჩამოსული მოსახლეობით არის დასახლებული, სოფელში სკოლა არ არსებობდა და 70-მდე მოსწავლე ორი ათეული წელი კერძო სახლში განთავსებულ სახელდახელოდ მოწყობილ საკლასო ოთახებში სწავლობდა. გასულ წელს სამინისტროსა და ადგილობრივი თვითმართველობის ერთობლივი დაფინანსებით, სოფელში ხის კოტეჟი აიგო, სადაც 2013 წლის თებერვლიდან სასწავლო პროცესი მიმდინარეობდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სოფელ ახალ დიოკნისში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება და ახალი სასწავლო წლიდან ამ სოფლის მოზარდები თანამედროვე, კომფორტულ შენობაში ისწავლიან. ახალი სკოლა 150 მოსწავლეზეა გათვლილი.