საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ თამარ სანიკიძემ ექსტერნის გამოცდებთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა.
გამოცდაზე რეგისტრაციის უფლება აქვს ყველა იმ პირს, ვისაც სურს ექსტერნატის ფორმით დაძლიოს მისი ასაკის შესაბამისი კლასი და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასი. ამასთანავე, ექსტერნად რეგისტრირდება ის პირი, ვისაც გაცდენების გამო უწევს საგნის ან კლასის დაძლევა ექსტერნატის ფორმით.
ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის ასაკობრივი შეზღუდვა არ ვრცელდება და შესაბამისად, მინისტრის თანხმობას არ საჭიროებს პირი, რომელიც დაბადებულია 1996 წელს, დაძლეული აქვს მე-11 კლასი და სურს მე-12 კლასის ექსტერნატის ფორმით გამოცდის ჩაბარება.
ამდენად, 1996 წელს დაბადებულ პირებს, უფლება აქვთ მიმართონ შესაბამის რესურსცენტრს და მიმდინარე წლის 21 ივნისის ჩათვლით დარეგისტრირდნენ მე-12 კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე.
ასევე, გაცნობებთ, რომ 1996 წელს დაბადებული პირი ექტერნატის ფორმით მე-12 კლასის დაძლევის შემთხვევაში ვერ მიიღებს ატესტატს მანამ, სანამ არ ჩააბარებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებს, რომელიც დღეის მდგომარეობით არ არის დანიშნული.
ექსტერნის ფორმით პროგრამის დაძლევის მსურველთათვის გამოცდები ჩატარდება 26 ივნისიდან 9 ივლისის ჩათვლით.